2018 წლის 16 სექტემბერი უჩვეულოდ გათენდა. სკოლაში წასვლის მოლოდინმა იმატა. როგორია სკოლა, რა დამხვდება?
სკოლის უშველებელი ჭიშკარი შევაღეთ.

ერთმანეთში ირეოდა დიდი და პატარა, მოსწავლე და მასწავლებელი, ცოტა შემეშინდა და დედას ხელზე მაგრად მოვუჭირე. საკლასო ოთახიდან მუსიკის ხმა ისმის. ყველა ერთად შეგროვილი ველოდებით მასწავლებელს. კარი გაიღო და მეზღვაურთა ჰიმნიც ხმა გამოვარდა საკლასო ოთახიდან , შეგვიპატიჟეს. გამიკვირდა , სკოლა სხვანაირი მეგონა. აქ არეულ მერხებზე წყლის ბოთლებზე მიმაგრებული ჭერამდე აწვდილი ბუშტები ემაგრა. სილამაზემ დამაბნია და ტირილიც დამავიწყდა. ჩვენი გაცნობაც დაიწყო ამ ბუშტებზე ჩვენი სახელები საგულდაგულოდ იყო მიმაგრებული, ჭერი რომ არა ცაში აფრინდებოდა. საჩუქრად ძალიან ლამაზი უბის წიგნაკები დაგვირიგდა , რომელსაც საჭევარი და ღუზა ახლავს თან. ამ უბის წიგნაკში, როგორც მამაც მეზღვაურებს შეშვენის უნდა ჩავწეროთ ჩვენი თავგადასავალი. ნათია მასწავლებელმა გზა დაგვილოცა და ცოდნის დიდ ოკეანეშეი ბედნიერი ნაოსნობაც გვისურვა.

გავეცანით მასწავლებელს თუ არა ახალი სიურპრიზთ ისევ მიგვიტყუა. ეკრანიდან მომზირალი მაშა და დათუნია სკოლის წესებს გვაცნობდნენ. მივხვდი რომ წესებს უნდა დავემორჩილო და გულიც ამიჩუყდა.
ანიმაციური სერიების ნაწყვეტებმა ცოტა გამახალისა და ჩავერთე გმირების გარჩევაში.
სახელმძღვანელოებსაც გავეცანი . დღეს მე მოსწავლე ვარ!